ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"გუშინ ჩემი ბოლო მატჩი ვითამაშე და უკვე მენატრება ცისფერი და თეთრი მაისურის ჩაცმა. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი გზა, სავსე სიხარულითა და გარკვეული სევდითაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ გზაზე გადადგმულ თითოეულ ნაბიჯად ღირდა.
და კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი. შეუძლებელია, ყველაფერი, რასაც ვგრძნობ, რამდენიმე სიტყვით ან ერთ პოსტში გადმოვცე. ეს გზა ჩემი ოჯახის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა — ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და განსაკუთრებით რთულ მომენტებში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.
ასევე უმნიშვნელოვანესი იყვნენ ჩემი მეგობრები, ყველა თანაგუნდელი და მწვრთნელი, ვისთან ერთადაც მიმუშავია, მათ სამწვრთნელო შტაბებთან ერთად. არ მინდა, დიეგო დამავიწყდეს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იქ მიიყვანა, სადაც იმსახურებდა ყოფნას და, როგორც ყოველთვის ვამბობ, ვიცი, რომ ის გვეხმარებოდა — როგორც მაშინ, როცა აქ, ჩვენ გვერდით იყო, ისე ახლა, ზეციდან, ჩვენი თითოეული ნაბიჯის დროს.
მადლობა იმ კლუბებსაც, სადაც მითამაშია, რომ ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს გრძნობებს და მაძლევდნენ საშუალებას, საჭირო დროს ჩემი ქვეყნისთვის დამეთმო დრო და ეროვნული ნაკრების მაისური ჩამეცვა.
და, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს — მისი გზის ჩვენებისა და ნების გარეშე, აქამდე მოსვლაზე ოცნებასაც კი ვერ შევძლებდით.
მე მადლიერი ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარხართ, მომენატრებით და ყოველთვის მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით იყავით."












