ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"რა დიდი სიამოვნება და სიხარულია, რომ შენი ისტორიის ნაწილი პირველივე დღიდან ვიყავი, ძმაო! შენი ფეხბურთით ბევრჯერ გაგვაღიმე და უამრავი სიამოვნება მოგვანიჭე!!! შენი სახელი შენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაშია...
მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორი სიხარული ვიგრძენით, როდესაც ბავშვობის ოცნება ავიხდინეთ, მთელი ჩვენი ერი წარმოვადგინეთ და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით!!!! ყველაფერი გაიღე შენი ნაკრებისთვის და შენი ქვეყნისთვის...
შესანიშნავად მესმის შენი და ვიცი, რომ ოჯახთან დაკავშირებული ყველაფერი გვაიძულებს, ბევრი რამ თავიდან გადავაფასოთ...
ისიამოვნე ცხოვრებით, ძმაო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, დღესაც და ყოველთვის."
Qué placer y qué alegría haber formado parte de tu historia desde el primer día hermano! Nos hiciste sonreír y disfrutar tanto del fútbol!!! Tu nombre está en la historia de tu país, de todo el mundo... Solo nosotros sabemos la alegría que sentimos al cumplir nuestro sueño de infancia, representar a toda nuestra nación y ser campeones del mundo!!!! Lo diste todo por tu selección y por tu país... Te entiendo perfectamente y sé que todo lo relacionado con la familia nos hace replantearnos las cosas... Disfruta de la vida, hermano. Te deseo lo mejor, hoy y siempre
— Ronaldinho (@10Ronaldinho) October 6, 2026




![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)






