არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი მოთამაშე აღარასდროს გამოჩნდება.
"მესი განუმეორებელი ფეხბურთელია და არ მგონია, მის შემდეგ მოედანზე მსგავსი რამ ოდესმე კიდევ ვიხილოთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში არავისში მინახავს ისეთი აურა, როგორსაც ის ასხივებს. მის გარეშე გუნდი ახალ ფეხბურთელებს და სხვა გამოსავალს მოძებნის, მაგრამ ის განცდა მოედანზე აღარასდროს იქნება. ჩემთვის ახდენილი ოცნებაა, რომ მესის მწვრთნელი ვიყავი — ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს ვუხელმძღვანელებდი" — განაცხადა სკალონიმ.
ბუენოს-აირესში, მონუმენტალზე გამართულ ბოლო შეხვედრაში მესიმ ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა, რითაც ეროვნულ გუნდში 20-წლიანი ეპოქა 207 მატჩით, 126 გოლითა და 66 ასისტით დაასრულა.




![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)






