ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებიდან ოფიციალურად წავიდა. ლეგენდარული შემტევის მონაგარი ეროვნულ ნაკრებში ასეთია - 208 მატჩი, 126 გატანილი ბურთი. ინტერ მაიამის ამჟამინდელი კაპიტნის უახლოესი მდევარი "ალბისელესტეს" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში არის გაბრიელ ბატისტუტა, რომელიც 70 გოლით ჩამორჩება მას.
"სელესიონის" მოქმედ ფეხბურთელებთან კი არგენტინელი შემტევის დომინირება არის კიდევ უფრო მრავლისმეტყველი. უახლოესი ასეთი მოთამაშეა ლაუტარო მარტინესი, რომელსაც ლიონელ სკალონის გუნდის ყოფილი მე-10 ნომერი არც მეტი არც ნაკლები 84 ბურთით უსწრებს. დიახ, სხვაობა 2-ჯერ იმაზე მეტია, რამდენიც მილანის ინტერის კაპიტანს არგენტინის ეროვნულ გუნდში ჯამში აქვს შეგდებული.
ლიონელ მესის დომინირება არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში
| ლიონელ მესი | 126 გოლი |
| გაბრიელ ბატისტუტა | 56 გოლი |
| ლაუტარო მარტინესი | 42 გოლი |
| სერხიო აგუერო | 41 გოლი |
| ერნან კრესპო | 35 გოლი |
| დიეგო მარადონა | 34 გოლი |
| ანხელ დი მარია | 31 გოლი |
| გონსალო იგუაინი | 31 გოლი |
| ლუის არტიმე | 24 გოლი |
| დანიელ პასარელა | 22 გოლი |
| ლეოპოლდო ლუკე | 22 გოლი |





![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)





