ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ წლების განმავლობაში შენი თამაშით ისიამოვნა...
დღეს შენი ბოლო მატჩია შენი ნაკრების, შენი ქვეყნის მაისურით და იმედი მაქვს, რომ თითოეული წამით ისიამოვნებ და დღევანდელი ყველა პატივისცემა და ემოცია ბედნიერს გაგხდის.
მადლობას მხოლოდ არგენტინა არ გიხდის — მთელი მსოფლიო გიხდის მადლობას ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთისთვის გააკეთე.
მადლობა, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო შემაყვარე. შენს წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო და კიდევ უფრო დიდი პატივი იყო, რომ შენს გვერდით ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალი დავტოვე.
დიდი მადლობა, ლეო."
Quem ama futebol te aproveitou ao longo desses anos… Hoje é seu ultimo jogo com a camisa da tua seleção, do teu país e eu espero que você curta cada segundo, que todas as homenagens hoje te façam feliz. Não é só Argentina que te agradece, o mundo agradece por tudo que fez ao futebol. Obrigado por me fazer amar ainda mais o futebol, foi uma honra ter jogado contra você e mais ainda fazer história ao seu lado. GRACIAS Leo Messi 🐐
— Neymar Jr (@neymarjr) October 6, 2026




![[VIDEO] Game Winner საკუთარი ნახევრიდან — მერკვილაძემ გრონინგენს მოაგებინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FsHNn171AO17NhnhoHALoYIHU192rFSM8.jpg&w=3840&q=75)






