UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე დინამოს პირველი მეტოქე გაირკვა

ტურნირის დებულების მიხედვით, გუნდები 2 მატჩს ითამაშებენ: სახლში და სტუმრად. შეხვედრები 18 სექტემბერს და 2 ოქტომბერს გაიმართება.
იმ შემთხვევაში, თუ დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდი ბუდუჩნოსტის ბარიერს გაივლის, მეტოქეობას ტრაბზონსპორს გაუწევს. გათამაშების მეორე რაუნდის მატჩები: 23 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს ჩაინიშნა.
ცნობილია მესამე რაუნდის სავარაუდო მეტოქეებიც: თუ დინამო თბილისი შეძლებს და ორ ეტაპს გადალახავს, მესამე რაუნდში ისრაელის პეტაჰ-ტიკვა მაკაბის, მაკედონიურ ბრერა შტრუმიცას ან ბოსნიურ სარაევოს შეხვდება. ასეთ შემთხვევაში, დაპირისპირებები 27 ნოემბერსა და 11 დეკემბერს გაიმართება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია დინამო თბილისის ფოტო


















![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)