როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ ჟან-კლერ ტოდიბო კარიერას იუვენტუსში გააგრძელებდა, ვესტ ჰემმა როგორც ფეხბურთელს, ისა ნიცასაც უკეთესი შეთავაზება გაუკეთა და ტრანსფერიც დახურა! "ჩაქუჩები" მომდევნო სეზონის წინ, სერიოზულ განაცხადს აკეთებენ, ლოპეტეგის გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა!
მხარეებს შორის €40 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი მზადაა. 24 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლონდონში დღეს ჩაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იმის მიუხედავად, რომ ტოდიბოს იუვენტუსში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა, ფეხბურთელმა ვესტ ჰემის სოლიდურ შემოთავაზებაზე უარი ფიზიკურად ვერ თქვა.
"ჩაქუჩებმა" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს 5 ფეხბურთელი უკვე დაიმატეს და ტოდიბო რიგით მე-6 იქნება:
მაქს კილმანი ვულვზიდან (€47.5 მილიონი);
კრისენსიო სამერვილი ლიდს იუნაიტედიდან (€29.3 მილიონი);
ნიკლას ფულკრუგი დორტმუნდიდან (€27 მილიონი);
ლუის გილერმე პალმეირასიდან (€23 მილიონი);
გუიდი როდრიგესი ბეტისიდან (თავისუფალი აგენტი);