უარი ატლეტიკო მადრიდს — დოვბიკი რომას უახლოვდება

მატიას სოულეს დამატების შემდეგ, დე როსიმ ახალი ფორვარდიც მოითხოვა, #1 სამიზნე კი ჟირონას ფეხბურთელია. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გააკეთა: €30 მილიონი ბონუსების ჩათვლით, რაზეც ესპანურმა გუნდმა უარი განაცხადა. ჟირონა მინიმუმ €35 მილიონს და დიდ ბონუსებს ითხოვს. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
რომა ახალ შეთავაზებას უახლოეს საათებში გააკეთებს — დე როსის სჯერა, რომ ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება, თავად ფეხბურთელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი.














![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)


