ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში, რამაზ სვანაძის ნაკრები 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 22 მარტს, ჩვენი პირველი მეტოქე, ჩვენი ნაკრების მსგავსად, ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21-წლამდე ნაკრები გახლავთ, რომელსაც 25-ში დავუპირისპირდებით.

🔘 მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
🔘 მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა).
🔘 ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).
🔘 თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).

22 მარტი | ფინეთი V საქართველო | ანტალია | 18:00 საათი;
25 მარტი | სერბეთი V საქართველო | ანტალია | 17:00 საათი;













