რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა — სანდრო ტონალი ნიუკასლიდან კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს! იტალიელ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს. ტოტენჰემი 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით £100 მილიონს გადაიხდის.
სანდრო ტონალის სიტუაციის შესახებ ყველა ინგლისურმა კლუბმა კარგად იცოდა და რამდენიმე მათგანი იტალიელი ნახევარმცველის დამატებას სერიოზულადაც განიხილავდა, მათ შორის — მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედიც. თუმცა, საქმის ბოლომდე მიყვანა მხოლოდ ტოტენჰემმა მოახერხა და ტრანსფერიც წარმატებით დაასრულა.
შეგახსენებთ, ტოტენჰემმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ენდი რობერტსონი, მარკოს სენესი, მარტინ დუბრავკა, მატეუშ ფერნანდეში და იან პოლ ვან ჰეკე უკვე დაიმატა, სანდრო ტონალი კი "დეზების" რიგით მე-6 ტრანსფერი იქნება. როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, ლონდონელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და 2-3 ახალი მოთამაშის დამატებას კიდევ გეგმავენ.

















