შეთანხმება შედგა, ილიმან ნდიაიე ევერტონიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! 26 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მანჩესტერ სიტი ნდიაიეს სანაცვლოდ დაახლოებით £65 მილიონს გადაიხდის, თავად სენეგალელი შემტევი კი გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მას შემდეგ, რაც ომარ მარმუშმა მანჩესტერ სიტი დატოვა, ენცო მარესკამ ახალი შემტევის დამატება მოითხოვა. "ქალაქელების" სიაში სხვა მოთამაშეებიც იყვნენ, თუმცა იტალიელ სპეციალისტს ნდიაიეს დამატება პირველივე დღიდან სურდა. შემდეგ საქმეში კლუბის სპორტული დირექტორი უგო ვიანა ჩაერთო და გარიგებაც დაიხურა.



















