რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯონ ლუკუმი ბოლონიადან კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს!
მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 28 წლის ცენტრალურ მცველს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

"ბიანკონერი" ლუკუმის სანაცვლოდ დაახლოებით €20 მილიონს გადაიხდის, კოლუმბიელი ფეხბურთელი კი ახალ კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
















