ტრანსფერი დაიხურა, გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარიდან კარიერას კადისში გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგი გოჩოლეიშვილი კადისში იჯარის წესით ითამაშებს. იჯარის ღირებულება დაახლოებით €200 000 იქნება. შეთანხმება ასევე მოიცავს გამოსყიდვის სავალდებულო პუნქტს, რომელიც ძალაში შევა იმ შემთხვევაში თუ კლუბი დაწინაურდება ლა ლიგაში და ფეხბურთელი გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, კადისს ექნება შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით თავადაც ისარგებლოს. გოჩოლეიშვილის შესაძლო გამოსასყიდი თანხა €3.5 მილიონს შეადგენს.
კადისი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.











