შეთანხმება შედგა, ფელიპე კოუტინიო ვასკო და გამადან კარიერას სანტოსში გააგრძელებს! გამოცდილ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდება. სანტოსი 34 წლის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ სანტოსში ნეიმარიც ირიცხება, რომელიც კოუტინიოს ძალიან ახლო მეგობარია. როგორც იწერება, ვეტერანმა ფეხბურთელმა კოუტინიოს ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
















