შეთანხმება შედგა, დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსიდან კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს! 26 წლის სერბ ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ვლაჰოვიჩი თურქულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი დაახლოებით €10/12 მილიონი იქნება. ბეშიქთაში ვლაჰოვიჩს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.
სერბი ფეხბურთელის დამატებას ტოპ 5 ლიგის, MLS-ისა და საუდის არაბეთის კლუბებიც ცდილობდნენ, თუმცა ყველას ბეშიქთაშმა აჯობა. თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თურქული გუნდი ვლაჰოვიჩის ტრანსფერს უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს.
















