ტრანსფერი დაიხურა, ომარ მარმუში მანჩესტერ სიტიდან კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს! ეგვიპტელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ტოტენჰემი 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით £50/55 მილიონს გადაიხდის, მარმუში კი "დეზებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ომარ მარმუში ტოტენჰემისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის რიგით მე-8 ტრანსფერი იქნება. შეგახსენებთ, რომ "დეზებმა" გასულ კვირებში ენდი რობერტსონი, მარკოს სენესი, იან პოლ ვან ჰეკე, სანდრო ტონალი, მატეუშ ფერნანდეში და სავინიო უკვე დაიმატეს, თუმცა ლონდონელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.















