დიეგო სიმეონემ დაასახელა გუნდი, რომელიც მისი აზრით დღეს მსოფლიოში საუკეთესოა. სამხრეთ ამერიკელმა მწვრთნელმა გამოარჩია ბარსელონა და აღნიშნა, თუ როგორ სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ პრიმერა დივიზიონის ამჟამინდელი ლიდერები.
"ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ბარსელონა სპორტის სხვა სახეობას თამაშობს. მათ არ ჰყავთ ცენტრალური თავდამსხმელი, თუმცა ამის მიუხედავად, რაფინიამ უკვე მოასწრო 12 ბურთის შეგდება, იამალმა კი 7. ყოველი გაშვებული ბურთი მათ უფრო ძლიერს ხდის", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის დასაწყისში კატალონიურმა გუნდმა მოასწრო რვა მატჩის ჩატარება, რომელშიც 36 გოლის გატანა მოახერხა. "ბლაუგრანამ" მოიგო 8-ვე შეხვედრა, თანაც ბილბაოს ატლეტიკთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, მინიმუმ 3 ბურთი ყოველ მატჩში შეაგდო.












