მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ამავე გუნდის არგენტინელი შემტევის, ხულიან ალვარესის სიტუაციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ყველაფრის მიუხედავად, ატლეტიკომ ალვარესი გუნდიდან არ გაუშვა, ხულიანს წასვლა უნდოდა, თუმცა ის კვლავ ატლეტიკოშია.
"ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით, ხულიანს კი აქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი რაც მოხდა, მისთვის გაკვეთილი იყოს და ეს შესაძლებლობა გამოიყენოს.
ზოგადად, ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ განსჯაში, იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან მეტი ვისწავლოთ, ასეა ალვარესის შემთხვევაშიც", - განაცხადა სიმეონემ.
მოგეხსენებათ, სამდღიანი შესვენების სემდეგ, ალვარესმა ატელტიკოსთან ერთად ვარჯიში სრულფასოვნად განაახლა.












