შეთანხმება შედგა — მარიო ბალოტელი სერია ა-ში ბრუნდება! 34 წლის ფორვარდი და ჯენოა კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. იტალიელ ფეხბურთელს გენუაში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეები ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებენ. ტრანსფერზე გენუური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ალბერტო ჯილარდინო პირადად მუშაობდა.
34 წლის ფორვარდმა ადანა დემირსპორი 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. წინა თვეებში ბალოტელის მომავალს არაერთ გუნდს უკავშირებედნენ, თუმცა ფეხბურთელი ამ დრომდე უგუნდოდ იყო.
იტალიელ ფორვარდს სერია ა-ში თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მას უთამაშია ინტერში, მილანში, ბრეშასა და მონცაში. ამ 4 გუნდში ბალოტელიმ ჯამში 196 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 72 გოლი და 25 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
მარიო ბალოტელის ჯენოაში ტრანსფერი ოფიციალური მომდევნო 24-48 საათში გახდება.