ტრანსფერი დაიხურა, დომინიკ ლივაკოვიჩი ფენერბაჰჩედან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. გამოცდილ ხორვატ მეკარეს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ბარსელონა 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €3/4 მილიონს გადაიხდის. ლივაკოვიჩი 2026/27 წლების სეზონს იჯარის წესით სხვა კლუბში გაატარებს, ბარსელონას კი 2027 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.



















