შეთანხმება შედგა: აბრაჰამი მილანში ითამაშებს, სალმაკერსი კი რომაში

მილანი, რომ ტამი აბრაჰამით ინტერესდება, ამის შესახებ, დაახლოებით, ორი თვის წინ გაცნობეთ, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი ფონსეკას გუნდი ფორვარდის დამატებას ისევ განიხილავდა და მთავარი სამიზნე კვლავ ინგლისელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება რომას, დე როსი ისეთ ფეხბურთელს ეძებდა, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე შეძლებდა თამაშს და როგორც ჩანს, გუნდმა არჩევანი ალექსის სალმაკერსზე გააკეთა.
ფეხბურთელები ახალ კლუბებში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლიან. ტამის მილანში, ალექსის კი რომაში უკვე ელოდებიან.














