ფაბრიციო რომანო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სატრანსფერო ჟურნალისტი, SBC Summit 2026-ის მთავარ სცენაზე გამოვა და სოციალური მედიის ეპოქაში სპორტული მედია ბრენდის შექმნის შესახებ ისაუბრებს.
ფაბრიციო რომანომ, თავისი ცნობილი ფრაზით — "Here we go!“ მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებში 70 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა. მან მოახერხა და ჟურნალისტობიდან ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დამოუკიდებელ მედია ბრენდად იქცა.
რომანო 30 სექტემბერს, 13:15 საათზე, MEO Arena-ს მთავარ სცენაზე გამოვა. მისი სესიის სახელწოდება იქნება Here We Go: Trust, Speed and the Business of Breaking News.
მას შეუერთდება SMH Global-ის დამფუძნებელი, ლაშა მაჭავარიანი. ისინი ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შექმნა რომანომ გლობალური მედია ბრენდი სისწრაფის, სიზუსტისა და ნდობის საფუძველზე.
ოპერატორებისთვის, პარტნიორებისთვისა და მარკეტერებისთვის სესია ასევე საინტერესო იქნება კრეატორებთან თანამშრომლობის კუთხით. რომანო ისაუბრებს იმაზე, თუ რას ეძებს ფსონებისა და აფილეიტ ბრენდებში და რატომ არ ნიშნავს დიდი აუდიტორიის არსებობა ყოველთვის რეალურ ჩართულობას.
რომანო მთავარ სცენაზე გამოსვლის პროგრამის ფარგლებში სპორტის, ბიზნესისა და გეიმინგის სფეროს არაერთ ცნობილ წარმომადგენელს შეუერთდება.
Leadership in Sports Business-ის ფარგლებში კალათბურთის ლეგენდა, ინვესტორი და ქველმოქმედი მაიკლ ჯორდანი, Sportradar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კარსტენ კოერლი და DraftKings-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ რობინსი სპორტისა და ბიზნესის გადაკვეთის შესახებ საუბარს გამართავენ.
მთავარ სცენაზე ასევე გამოვა UFC-ის სუპერვარსკვლავი ჩარლზ ოლივეირა, ხოლო არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია გამართავს keynote-ს გლობალურად ცნობადი სპორტული ბრენდის შექმნის შესახებ.
SMH Global-ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანი:
"ფაბრიციომ მხოლოდ ის არ გააკეთა, რომ სხვებზე სწრაფად ავრცელებდა ინფორმაციას, მან შექმნა ის, რასაც გულშემატკივრები ნამდვილად ენდობიან, ფეხბურთის მედიაში კი ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ვერ იყიდი.
SMH-ში ყოველდღიურად ვმუშაობთ კლუბებთან, მაუწყებლებთან და კრეატორებთან, ყველაზე ხშირად კი ბრენდები გვეკითხებიან, როგორ აქციონ დიდი აუდიტორია რეალურ ურთიერთობად. ფაბრიციო ამ კითხვას უკვე წლებია პასუხობს, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მასთან ერთად ამ საკითხის დეტალურად განხილვა ლისაბონში.“
SBC Summit 2026 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ლისაბონში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში 40 000-ზე მეტ ინდუსტრიის პროფესიონალს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კონფერენციები, გამოფენები, საქმიანი შეხვედრები და გასართობი ღონისძიებები.
La Gazzetta Georgia ფაბრიციო რომანოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი საკუთარ გამოცდილებაზე, საფეხბურთო მედიასა და სატრანსფერო სამყაროში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებს.
















