სულ რამდენიმე საათის წინ, საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რომელზეც მომავალში ალბათ უფრო მეტს ვისაუბრებთ — საუბარია
დიმა გაბისონიაზე. საქართველოს მე-4 ლიგაში მოასპარეზე არაგველების 18 წლის კაპიტანი კარიერას თურქეთის პირველი ლიგის გუნდ
ქოჯაელისპორში გააგრძელებს! ახალგაზრდა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

18 წლის ფეხბურთელი არაგველების საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და გუნდთან ერთად ყველა საფეხური აქვს გავლილი. 7 სეზონის განმავლობაში გაბისონიამ მოახერხა და მოიგო ელიტ ლიგა, ბრინჯაოს ლიგა და ვერცხლის ლიგა.
გასულ სეზონში, რომელიც არაგველებისთვუს ისტორიული გამოდგა, კაპიტანმა გუნდთან ერთად საქართველოს რეგიონული ლიგა მოიგო და მე-4 ლიგაში აღზევდა.
შეგახსენებთ, ქოჯაელისპორი თურქეთის პირველ ლიგას 41 ქულით ლიდერობს და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში სუპერ ლიგაში აღზევდეს. ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ბერიძე ასპარეზობს.