საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბერში გასამართი ისტორიული, 2-მატჩიანი პლეოფისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრბაზაზე, ირლანდიასთან დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საქართველოს ნაკრებისთვის პლეიოფში თამაში ისტორიული მომენტია და მოთამაშეები ამ ფაქტს შრომით ხვდებიან. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული თამაში იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, როგორც მორიგი თამაშისთვის, რომლისთვისაც უფრო უკეთ უნდა ვიყოთ მზად. ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდს ვხვდებით, მაგრამ ფეხბურთი შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. უფრო აგრესიულები და მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ტაქტიკურად მეტი ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, ამას მოედანზე გადავიტანთ, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
პირველი თამაში თბილისშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც ყველა მატჩს ესწრებოდა და გვაჩვენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ფეხბურთელებმა ჯგუფური ეტაპის თამაშებში ყველაფერი გაიღეს, შეასრულეს გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა და პლეიოფში გავიდნენ. ასე რომ, მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.
ანა ჩემინავა (ქალთა ნაკრების კაპიტანი): „ქალთა ნაკრებისთვის ისტორიული მომენტია. ამას წლების განმავლობაში ველოდით. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით, რადგან პასუხისმგებლობაც ორმაგია. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ ნაკრებს.
ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ სტიმულს გულშემატკივარი გვაძლევს. ყველას ველოდებით სტადიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნა გაივსება, რაც ფეხბურთელებისა და გუნდის თითოეული წევრისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
მარიამ კალანდაძე (ქალთა ნაკრების წევრი):„შეკრების დაწყებამდე მაქსიმალურად ვემზადებოდით, რათა ამ თამაშებს მზადყოფნაში შევხვედროდით. მოტივირებულები ვართ, რადგან ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად ვართ. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და მიღწეული შედეგით - ჯგუფიდან გასვლით, არ დავკმაყოფილდეთ.
ირლანდიასთან თამაშის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს. თუმცა, ახლა სულ სხვა გუნდი ვართ: განსხვავებული შემართებითა და მომზადებით. უფრო მეტად ვართ განვითარებულები და ვფიქრობ, შეგვიძლია დასახულ მიზანს მივაღწიოთ".
საქართველოს და ირლანდიის 2-მატჩიანი პლეიოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე შედგება და 20:00 საათიდან დაიწყება.
მეორე ეტაპზე წყვილში გამარჯვებული, სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგეხსე…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…
23 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. მოგეხსენებათ, გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გაგნიძე დინამო მოსკოვიდან იჯარის წესით ურალში, რა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა. ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა…
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრეს…