საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე მატჩი კვიპროსის წინააღმდეგ, ლარნაკაში გამართა და დამარცხდა (2-1). ჩვენმა გუნდმა ორივე გოლი პირველივე ტაიმში გაუშვა და თავადაც, პირველივე ნახევარში გაიტანა - 44-ე წუთზე, ნათია დანელიას მაიკო ბებიამ გაატანინა.
ამ მატჩით, ჩვენმა გუნდმა თებერვლის შეკრება დაასრულა.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა თებერვლის მატჩებისთვის:
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი).
2 მატჩის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს 1 გამარჯვება (ანდორას წინააღმდეგ), 1 მარცხი აქვს და 3 ქულით, C2 ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს. ჯგუფში, რომელშიც ვთამაშობთ, ლიდერი კვიპროსია, რომლის ანგარიშზეც 2 გამარჯვებაა.
ირის ანტმანის ნაკრები მომდევნო მატჩს 4 აპრილს, მესხი 2-ზე გამართავს და მალტას უმასპინძლებს, 8 აპრილს კი სტუმრად, მალტაში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება. B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს და პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგეხსე…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…
23 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. მოგეხსენებათ, გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გაგნიძე დინამო მოსკოვიდან იჯარის წესით ურალში, რა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა. ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა…
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრეს…