“წინასწარ ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ლაშა ოდიშარიასთან დაკავშირებით, წამყვანი ევროპული კლუბებიდან დაინტერესება არის”, - თქვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და RFS-ს შემტევი ნახევარმცველის, ლაშა ოდიშარიას მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ საქართველოს პირველ არხის გადაცემაში - საფეხბურთო ტაიმაუტი.
“რაც შემიძლია ვთქვა - ვმუშაობ ოდიშარიას ტრანსფერზე და U21 ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, მან კლუბი შეიცვალოს.
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ტრანსფერები შედარებით გაამარტივა. ქართველ ფეხბურთელებს ევროპული კლუბები აკვირდებიან და თუ აქამდე ერთი შეთავაზება იყო, ახლა უკვე ასარჩევადაა საქმე, რაც მენეჯერებითვის დიდი ფუფუნებაა”, -აღნიშნა სეთურიძემ.
ლაშა ოდიშარია, RFS-ს დინამო თბილისიდან 2024 წლის იანვარში შეუერთდა. ქართველ ფეხბურთელსა და ლატვიურ კლუბს შორის 3+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმდა. ამ დროში, ოდიშარია, ლატვიურ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მოიგო თასი და ასევე, ლატვიის სუპერთასიც.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ოდიშარია ფიტნეს მწვრთნელთან დამატებით ვარჯიშობს. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 7-ნომრიან მაისურს ატარებს, პირად ფსიქოლოგთან მენტალურადაც ძლიერდება, რასაც ევროპულ ფეხბურთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თუმცა ქართულ რეალობაში, ჯერ კიდეც უცხო პრაქტიკაა.
შენიშვნა: მასალა მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით