ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღით ადრე, იტალიური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — საბა საზონოვი ტორინოს დასატოვებლად ემზადება, 22 წლის ქართველი ცენტრალური მცველი 1-წლიანი იჯარით ემპოლიში ითამაშებს, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. საბას ტოსკანაში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
საზონოვი ტორინოს ღირსებას 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს და ამ დროში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, სულ რაღაც 13 მატჩის ჩატარება მოასწრო. ფეხბურთელი იტალიურ გუნდს დინამო მოსკოვიდან €2.75 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ივან იურიჩთან გატარებული საკმაოდ მძიმე სეზონის შემდეგ, საბას პრობლემები, როგორც ჩანს, ისევ გაგრძელდა. 22 წლის ფეხბურთელს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლიც არ ენდობოდა, შესაბამისად, გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა.
ემპოლის 22 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს შეეძლება.