ტრანსფერი დაიხურა, საბა გოგლიჩიძე უდინეზედან კარიერას მონცაში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. სეზონის დასრულების შემდეგ მონცას ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.


















