პსჟ-ში დიდი ცვლილებები დაანონსდა — იანვარში გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ამ სიაშია რანდალ კოლო მუანიც, რომელსაც ლუის ენრიკესთან კონფლიქტი აქვს. 26 წლის ფეხბურთელი უახლოეს კვირებში პარიზულ კლუბს დატოვებს, მის დამატებას კი რამდენიმე კლუბი უკვე განიხილავს.
ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი და ლაიფციგი — დიახ, ოთხივე გუნდი ფეხბურთელს აგენტს უკვე დაუკაშირდა, სადაც პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი შედგა. იმის მიუხედავად, რომ პსჟ-ს ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა სურს, პარიზელები ასევე თანახმა არიან ფეხბურთელი იჯარის წესითაც გაუშვან, თუმცა კონტრაქტში უნდა ჩაიწეროს შემდგომში გამოსყიდვის პუნქტი.
ზამთრის სასატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც ერთ კვირაში იხსნება, შესაბამისად, კოლო მუანის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.