30 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათიდან, ევროპა ლიგის მატჩს ბელგიურ ანდერლეხტსა და გერმანულ ჰოფენჰაიმს შორის გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ყრუაშვილის ასისტენტები - ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი იქნებიან, მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება, VAR-ის ოთახში კი ალეკო აფციაური იმუშავებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი არბიტრი მსგავსი დონის ტურნირზე მუშაობს. 38 წლის გიორგი ყრუაშვილს ევროპა ლიგის მატჩების გარდა, სხვადასხვა პრესტიჟულ საკლუბო და სანაკრებო ტურნირზე უმსაჯია, მათ შორის: ერთა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, კონფერენს ლიგასა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.
გიორგი ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში 2021 წელს დაწინაურდა და FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რამაც მას უფლება მისცა უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩებზე ემუშავა.
გიორგი ყრუაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი არბიტრია, რომელმაც FIFA-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.