“შუქი, რომელიც უკუნეთში ბჟუტავს, შენია. შენ შეგიძლია გაამრავლო ან იმყოფინო. მთავარია ღამე ვეღარ იყოს უსასრულოდ ბნელი,”
- (წიგნიდან,
) ეს ფრაზებირამდენიმე წლის წინ, პირად ჩანაწერებში ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ დაწერა და გააგრძელა ბრძოლა სინათლის გასამრავლებლად, რომელიც გამარჯვებამდე მიდის. შვილებს შემართება ასწავლა, მაგალითი მისცა და ინგას 2 შვილი დღეს გამარჯვებისთვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, სამაგალითოდ იბრძვის. ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია, რომელმაც 2024 წელს ჯერ საჩემპიონო ქამარი მოიგო შემდეგ, კი ღირსეულად დაიცვა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას უფროსმა ვაჟმა, ალექსანდრე თოფურიამ, ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯი რამდენიმე დღის წინ გადადგა, როცა UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
ვისაც ერთხელ მაინც, რამდენიმე წუთით, უნახავს ძმების ბრძოლა მარტივი მისახვედრია, რომ ორივეს საოცარი ინდივიდუალიზმი და ინტელექტი გააჩნია.
- წიგნს ილია თოფურიას დედისა და ოჯახის ცხოვრების შესახებ, როცა წაიკითხავ დაახლოებით ხვდები, რანაირად შეიძლება ჰქონდეთ თოფურიებს განუსაზღვრელი ძალა და მოტივაცია. დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია 4 შვილის დედაა და შვილებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივატორია.
ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში, ძმების ჩემპიონური ძმობა, ქართველი მებრძოლების ერთიანობა და შემართება, - ამ თემების შესახებ,
La Gazzetta dello Sports Georgia
-სთან ინტერვიუში ილია და ალექსანდრე თოფურიების დედამ, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ ისაუბრა:
- გილოცავთ ალექსანდრეს გამარჯვებას, წარმატებას გისურვებთ. ილიას აქამდეც არაერთხელ უბრძოლია, როგორი იყო UFC-ში ალექსანდრეს ბრძოლის მოლოდინი?
- ძალიან დიდი ხანია ველოდებით ალექსანდრეს დებიუტს, ის ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ორგანიზაციაში ყოფნას. ალექსანდრე არის უერთგულესი ადამიანი და ოჯახისთვის თავგანწირული, რომელსაც საკუთარი ეგო არ აქვს ჩართული. ილიას ბრძოლის დროს სხვა განცდები მაქვს, ალექსანდრეზე სხვანაირი. ალექსანდრე და ილია ერთმანეთთან ტყუპებივით არიან, ერთნაირი ხასიათი აქვთ.




















