საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა, ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების C ლიგის მეორე ჯგუფში თამაში, გამარჯვებით დაიწყო. ირის ანტმანის გუნდმა თბილისში, მესხი 2-ზე, ანდორას უმასპინძლა და ანგარიშით - 2-1 დაამარცხა.
პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა, შეხვედრაში გასული სამივე გოლი კი მეორე ტაიმში ვიხილეთ - ჩვენი გუნდი აქტიური იყო, თუმცა მომენტების რეალიზაცია უჭირდა, შედეგად, ანდორამ ისარგებლა და შეხვედრაში ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა, რასაც 83-ე წუთზე ჯერ მაიკო ბებიას ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, ხოლო 87-ე წუთზე, წინ თეონა ბაქრაძის გოლით გავედით.
საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს საერთო სცენარის შესაცვლელად და გამარჯვებისთვის მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა.
ჩვენს გუნდს შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩი რამდენიმე დღეში, 25 თებერვალს, სტუმრად - კვიპროსში, თბილისის დროით 21:00 საათიდან ელის.
შეგახსენებთ, რომ C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება. B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს და პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსანს დაუპირისპირდება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები
იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, ფროსინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი განჩდა. მისი შეძენით რომა და მისი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ინტერესდება, რაზეც იტალიური La Gazzetta Dello Sport წერს. "კვერნაძე - ახალი კვარაა -…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხი ტურის შემდეგ, ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, წარუმატებელი მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა და ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩვენმა ნაკრებმა 72-ე ადგილიდან 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მოგეხსე…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…
23 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს. მოგეხსენებათ, გაგნიძე მოსკოვურ კლუბში 2021 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული. გაგნიძე დინამო მოსკოვიდან იჯარის წესით ურალში, რა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბოლო სანაკრებო პაუზას აფასებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა. ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა…
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს. ოქროს ბურთთან დაკავშირებით კვარაცხელიას მიმართ ჯერ სიფრთხილეა საჭირო. რაც ამ მოთამაშეში ყველაზე მეტად მომწონს, მისი აგრეს…