საქართველოს ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშება დასრულდა, ოთხგზის ჩემპიონმა ლანჩხუთმა კუთვნილი თასი, ოქროს მედლებთან ერთად, უკვე ჩაიბარა.
გამარჯვებულები, 2025/2026 წლების სეზონში, საქართველოს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ.
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ახალი ტურნირი დამტკიცდა, რომელიც ევროტურნირებზე თამაშის საშუალებას ქვეყნის ჩემპიონ ლანჩხუთს გაუხანგრძლივებს. როგორც გაირკვა, ტურნირის ფორმატის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშება, ახლადშექმნილ ტურნირზე გადაერთვება.
ევროპის თასი - ასე ჰქვია ახალ ტურნირს, რომლითაც ქალთა ფეხბურთი განვითარების ახალ, მორიგ საფეხბურზე გადადის. გაკეთდა განმარტებაც, რომ აღნიშნული სახელი ,,ევროპის ლიგის" სახელთან მაქსიმალურად მიმსგავსდა, ვინაიდან, მამაკაცთა ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ - ევროპა ლიგა, რანგით მეორე ტურნითან ასოცირდება. აღნიშნული ჩანაფიქრია ქალთა ფეხბურთშიც.
UEFA-ს განმარტებით, ტურნირის ბრენდინგისა და სხვა, ტექნიკური დეტალების პრეზენტაცია, ტურნირის დაწყებამდე დაიგეგმება.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ფოტო