მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში ჩაიშალა, პარიზული გრანდი გეგმა B-ზე გადაერთო და როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ლუიშ კამპუში ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე იწყებს მუშაობას — მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
იმის მიუხედავად, რომ სანჩომ მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ ტენ ჰაგსა და მის გუნდელებს ბოდიში მოუხადა, მისი "წითელ ეშმაკებში" დარჩენა ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არაა. 24 წლის ინგლისელი შემტევი, ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის სხვა კლუბში გადასვლასაც. სანჩოს, რომ დორტმუნდში დარჩენა სურდა, ეს ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა "შავ-ყვითლებმა" მანჩესტერ იუნაიტედის მიერ მოთხოვნილი €50 მილიონის გადახდაზე, უარი განაცხადეს... თუმცა ეს თანხა პსჟ-სთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება.
პარიზული კლუბი ჯერ ფეხბურთელთან შეეცდება პირადი კონტრაქტის მოგვარებას, ხოლო შემდეგ პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. დიდი ალბათობით, მანჩესტერი სანჩოს სანაცვლოდ კვლავ €50 მილიონის ფარგლებში მოითხოვს. უახლოეს დღეებში პსჟ-სა და სანჩოს თაობაზე, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ.