იტალიური
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პსჟ ნაპოლის ორი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება — საუბარია ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე. პარიზელები არც მეტი, არც ნაკლები €200 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ ორივე ფეხბურთელის დანაცვლოდ.
ნაპოლის პოზიცია უცვლელია: კვარაცხელია გუნდში რჩება, ხოლო ოსიმენს შეუძლია ნაპოლი დატოვოს. ანტონიო კონტემ და აურელიო დე ლაურენტისმა, ქართველი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე კომენტარი ბევრჯერ გააკეთეს. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას გუნდის დატოვება სურს, "პარტენოპეი" ქართველი შემტევის გაყიდვას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ განიხილავს. რაც შეეხება ოსიმენს, ფეხბურთელის გაშვებას კლუბში სერიოზულად განიხილავენ. ნიგერიელი ფორვარდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €130 მილიონი წერია.
უახლოეს დღეებში, პსჟ - კვარა & ოსიმენის თაობაზე, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
Emanuela Castelli © RCS MEDIAGROUP