ხულიან ალვარესს, რომ მანჩესტერ სიტის დატოვება სურს, ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გაცნობეთ — 24 წლის არგენტინელი ფორვარდი, სიტიში სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ახალ გამოწვევას ეძებს. ამის შესახებ პეპ გვარდიოლამ კარგად იცის და იმის მიუხედავად, რომ ესპანელ სპეციალისტს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, "La Araña" გუნდს დიდი ალაბთობით, მაინც დატოვებს.
ალვარესის მიმართ დიდ ინტერესს ორი ევროპული გუნდი იჩენს — საქმეში პსჟ და ატლეტიკო მადრიდი არიან. გუნდების წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტებთან მუდმივ კონტაქტზე არიან და როგორც ერთი, ისე მეორე გუნდიც, პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს. ფეხბურთელს ორივე გუნდის ვარიანტი მოსწონს და მოლოდინის რეჟიმშია.
მანჩესტერ სიტი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მინიმუმ €70 მილიონს ითხოვს. ტოპ ლიგებში სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება და უახლოეს კვირებში ალვარესის თაობაზე, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.