ისევე როგორც ოლიმპიური თამშების, მონაწილეებს, პარალიმპიური თამაშების მონაწილეებსაც, ვინც მედალი ვერ მოიპოვა 50 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარალიმპიური დელეგაციის საზეიმო მიღების ცერემონიაზე განაცხადა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ.
მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმეკვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ სამ სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 9 მედალი მოიპოვა. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
აკაკი ჯინჭარაძემ საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე მეცხრე მედალი მოუტანა
პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე და პრიზიორი ანა ჯაფარიძე სამშობლოში დაბრუნდნენ
ანა ჯაფარიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნინო თიბილაშვილი: დაჯილდოებაზე ყოველთვის ცრემლიანი თვალებით დამინახავთ ...



















