დადასტურებულად — პარი სენ-ჟერმენი იან დიომანდეს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა! რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ვინგერის აგენტთან დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. ახლა კი პარიზული გრანდი ლაიფციგთან სატრანსფერო თანხის შეთანხმებაზე მუშაობს.

იმის მიუხედავად, რომ დიომანდეს ტრანსფერზე ლივერპულიც აქტიურად მუშაობდა, ახალგაზრდა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ პსჟ-ში სურს და ამის შესახებ მერსისაიდულ კლუბს უკვე აცნობა.
გავლენიან წყაროებს თუ დავუჯერებთ, პარი სენ-ჟერმენი დიომანდეს ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში შეეცდება. მხარეები დაახლოებით €100-120 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზულ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელის ყველას ეიმედება.
















