დადასტურებულად — ფერან ტორესს კარიერის გაგრძელება პარი სენ-ჟერმენში სურს! მეტიც, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია, პარიზელები კი ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ლუის ენრიკეს დაჟინებული მოთხოვნით, კლუბმა ესპანელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც გუნდი გონსალუ რამუშმა დატოვა, ესპანელმა სპეციალისტმა ახალი ფორვარდის დამატება მოითხოვა, ფერან ტორესი კი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, საკმაოდ დიდი შანსია ფერან ტორესის ტრანსფერი €50 მილიონის ფარგლებში დაიხუროს. ლუის ენრიკეს სურვილია, 26 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბს უახლოეს 7-10 დღეში შეუერთდეს.














