პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ასპარეზობას ქართველი პარა მოფარიკავეები იწყებენ. მედლებისთვის ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი (კატეგორია B ) და ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A ) იბრძოლებენ.
შეჯიბრი, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 22:00 საათზე აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, ნინა თიბილაშვილმა წინა პარალიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის, 2 მედალი აქვს მოპოვებული,პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ ბრინჯაო დაისაკუთრა, პარაბირთვის კვრაში კი გიგა ოჩხიკიძემ (F53) ჩემპიონობა იზეიმა.
ანა ჯაფარიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა



















