ლევან გუგავა (J2 -81კგ.) ევროპის ორგზის ჩემპიონია. ქართველმა პარაძიუდოისტმა პირველ წრეში უკრაინელ რუფატ მაჰომედოვს სძლია, 1/4 ფინალში, რუმინელ დანიელ ვარგოვსკის, ნახევაფრინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსს საადო აბდურაჰმანოვს მოუგო იპონით. ფინალში კი ქართველმა გამოცდილი ბრიტანელი მეტოქე ივენ მოლოი პირველივე წუთზე ეფექტური გდებით დაამრცხა და ტიტული დაიცვა.
დღეს ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიოუდოში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები საბა ბაღდავაძე (J1 -81 კგ.) და ლევან გუგავა (J2 -81 კგ) გახდნენ, ვიცე-ჩემპიონი გიორგი გამჯაშვილი (J1 -70 კგ.), ხოლო ბრინჯაოს მედალი ზურაბ ზურაბიანმა (J2 -70 კგ.) დაისაკუთრა.

ხვალ ქართველთაგან, J2,მცირემხედველებს შორის -ზვიად გოგოჭური +95 კგ. ( ) რევაზ ჩიკოიძე +95 კგ. ინა ქალდანი +70 კგ.
J1 (უსინათლოებს შორის) გიორგი ბერიძე -95 კგ. და რამინი ყიფშიძე +95 კგ. იასპარეზებენ.

















