საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგის სტადსპარკსვალენი უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ჩვენს გუნდს უკვე 15 ოქტომბერს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე აქვს ჩანიშნული.
მომავალი მატჩებისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მზადება ქალაქ იენჩეპინგში უკვე დაიწყო.
U21 | შემადგენლობა: მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).
დასკვნითი მატჩების წინ რამაზ სვანაძის ნაკრები ისტორიის დაწერის შესაძლებლობას ინარჩუნებს, რაც სატურნირო მდგომარეობას კიდევ მეტად დაძაბულსა და საინტერესოს ხდის.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები C ჯგუფში: ნიდერლანდებთან, შვედეთთან, მოლდოვასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან ერთადაა. 8 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 16 ქულა აქვს (5 მოგება/1 ფრე/2 მარცხი - ორივე ნიდერლანდებთან) და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. 13 ქულით შვედეთი მე-3 პოზიციაზეა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 27 ქულა აქვს.
2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატზე, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ მოხვდება 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დარჩენილი 6 მეორეადგილოსანი გუნდი ერთმანეთში, წყვილად 2-მატჩიან პლეიოფს ითამაშებს და ბოლო 3 საგზური სწორედ ამ გზით გადანაწილდება.
ინფორმაციისთვის გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ის პირველივე ტურში განაცხადში შეიყვანა და ბილბაოსთან სათადარიგოთა სკამზე იყო. ესპანური გამოცემა Marca ქართველი ნახევარმცველის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. პირველი დღეები სევილიაში: "ჩემმა თანაგუნდელებმა და მთელმა გუნდმა ყველაფერი…
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამართული შეხვედრა რენსა და პსჟ-ს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ, ლუის ენრიკემ მოედნიდან გუნდის ლიდერები ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე გაიყვანა. "ასეთია ფეხბურთი. პსჟ-ს არაფერი მოუგია, საერთოდ არაფერი! ჩვენ არაფერი გაგვაჩნ…
იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი დაიწყო. ახლადდაბრუნებული ფროსინონე საკუთარ მოედანზე იუვეტუსს დაუპირისპირდა. ტურინელები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგშიც აისახა, ბრემერის ერთადერთი გოლით იუვენტუსმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო. ძირითად შემადგენლობაში იყო ფროსინონეს ქართვ…
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა მადრიდის ატლეტიკოსა და ვილიარეალს შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი პუბილიმ 59-ე წუთზე გამოიჩინა, მორენომ ანგარიში პენალტით მალევა გაათანაბრა. ატლეტიკოს კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინ…
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ორი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ორივე მატჩი საკმაოდ დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა. სპაერი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. პირველივე წუთზე ანგარიში იმერლებმა გახსნეს. კოხრეიძემ მე-11 წუთზე გაათა…
ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. სევილიამ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €5.5 მილიონი გადაიხადა, ქოჩორაშვილმა კი ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახლოვდება ოქროს ბურთის დაჯილდოება, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. ფავორიტებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც...მართალია, მუნდიალზე თამაშის გარეშე, მაგრამ იდეალური სეზონით ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. საფეხბურთო სამყაროში ავლებენ პარალელს ქართველ ვინგ…