ოფიციალურად — უგო ეკიტიკე ლივერპულის ფეხბურთელია! მერსისაიდულმა კლუბმა 23 წლის ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ინგლისურმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯამში €95 მილიონი გადაიხადა. უგო ეკიტიკემ ახალ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
We have reached an agreement for the transfer of Eintracht Frankfurt forward Hugo Ekitike, subject to international clearance 😎
— Liverpool FC (@LFC) July 23, 2025
იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, ლივერპულმა მოახერხა და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი მაინც დახურა. განიხილებოდა ალექსანდერ ისაკის დამატებაც, თუმცა ნიუკასლმა ყველა შეთავაზება დაბლოკა, სწორედ ამიტომ არნე სლოტის გუნდი გეგმა B-ზე გადაერთო.
უგო ეკიტიკე აინტრახტის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 64 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 26 გოლი და 14 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
















