ოფიციალურად: კარიმ ადეიემი ბარსელონას ფეხბურთელია! კატალონიურმა კლუბმა 24 წლის გერმანელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
მხარეებს შორის €22 მილიონიანი გარიგება შედგა, თავად ადეიემიმ კი ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Don't blink. Welcome, Adeyemi 💙❤️ pic.twitter.com/ofKGYwuM35
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 23, 2026
შეგახსენებთ, ბარსელონამ ენტონი გორდონი უკვე წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადეიემი ზაფხულის რიგით მეორე ტრანსფერია. კატალონიელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და როგორც იწერება, კლუბი 3-4 ახალ ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
















