ოფიციალურად — ირაკლი იეგოიანი ექსელსიორის ფეხბურთელია. როტერდამულმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
🧖🏻 Welkom in Kralingen, Irakli.
— Excelsior Rotterdam (@excelsiorrdam) August 19, 2025
🔗 https://t.co/s8oLGKMXVV#IrakliYegoian2028 pic.twitter.com/TmfSVUaeWA
მას შემდეგ, რაც ვიტესს პროფესიული ლიცენზია შეუჩერდა, ირაკლი იეგოიანმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ახალგაზრდა ფეხბურთელით სხვა ერედივიზიონის კლუბებიც ინტერესდებოდნენ, მათ შორის ალკმაარიც, თუმცა ყველას ექსელსიორმა აჯობა.
ირაკლი იეგოიანი ვიტესის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 37 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ექსელსიორმა ერედივიზიონის საგზური წელს მოიპოვა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.
ფოტო: Nakrebi.ge



















