ოფიციალურად - საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი ირაკლი ეგოიანი ტვენტედან კარიერას ვიტესში გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ვიტესმა ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. ნიდერლანდულმა კლუბმა ეგოიანთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ირაკლიმ საფეხბურთო კარიერა აიაქსის აკადემიაში დაიწყო, საიდანაც 2017 წელს ტვენტეში გადაბარგდა. 7-წლის განმავლობაში, ქართველმა ფეხბურთელმა ტვენტეს თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში მოასწრო თამაში, თუმცა პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.
არნემული კლუბი ქართველებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. წლების განმავლობაში ვიტესის ღირსებას გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია იცავდნენ.