ოფიციალურად: იან დიომანდე რეალ მადრიდის ფეხბურთელია! სამეფო კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა რეალთან კონტრაქტი 2033 წლამდე გააფორმა, მხარეებს შორის კი €140 მილიონიანი გარიგება შედგა.
Comunicado Oficial: Diomande.https://t.co/tiTXGCCxg8
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 6, 2026
მიუხედავად იმისა, რომ დიომანდეს დამატებას პსჟ და ლივერპული ცდილობდნენ, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ სამეფო კლუბში სურდა. შემდეგ საქმეში ფლორენტინო პერესი ჩაერთო, რომელმაც ტრანსფერი საკმაოდ პატარა დროში დახურა და დიომანდე გაიფორმა.














