ოფიციალურად: გონსალუ რამუში მილანის ფეხბურთელია! იტალიურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მილანმა პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები €74 მილიონი გადაიხადა და ამით კლუბის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. პორტუგალიელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
No introduction needed 🇵🇹
— AC Milan (@acmilan) June 30, 2026
Welcome, Gonçalo Ramos ✍️ pic.twitter.com/WzZtivs4q6
მას შემდეგ, რაც რუბენ ამორიმი მილანის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, პორტუგალიელმა ახალი ფორვარდის დამატება მოითხოვა. "როსონერის" სიაში სხვა მოთამაშეებიც იყვნენ, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 25 წლის ფებხურთელი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.















