ოფიციალურად — გიორგი წიტაიშვილი მეცის ფეხბურთელია. ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. მეცსა და დინამო კიევს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
[ ℙ𝕣𝕠 ]
— FC Metz ☨ (@FCMetz) July 11, 2025
✍️🆕
Parce que l’histoire entre la Géorgie et le FC Metz ne pouvait pas s’arrêter là…
"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ამ შესანიშნავ გუნდს შევუერთდი. ქართველებს მეცთან ძალიან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებთ. აქ ჩამოსვლამდე ვესაუბრე ჟორჟ მიქაუტაძეს და მან მხოლოდ კარგი რამ მითხრა ამ კლუბზე. სწორედ ამიტომ, ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეცში გადავსულიყავი.
იმედი მაქვს კლუბს ლიგა 1-ში დარჩენაში დავეხმარები. აქ გამარჯვებისთვის მოვედი და არა გართობისთვის."
გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით გრანადაში გაატარა, სადაც 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ქართველ ფეხბურთელს დინამო კიევთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, 24 წლის შემტევი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდება.
















