ოფიციალურად — გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგის ფეხბურთელია! როგორც ლევანტეს განცხადებაში ვკითხულობთ, მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა. საუბარია €7.5 მილიონიან გარიგებაზე. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქოჩორაშვილის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €80 მილიონი ჩაიწერა.
სპორტინგი, რომ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მუშაობდა, ამის შესახებ ორი თვის წინ, პირველებმა ჩვენ გაცნობეთ. როგორც ჩანს, მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს და 25 წლის ფეხბურთელი ახალ სეზონს პორტუგალიურ გრანდში დაიწყებს.
გიორგი ქოჩორაშილი სეზონს ლევანტესთან ერთად დაასრულებს, სპორტინგს კი 1 ივლისს შეუერთება.